

ამ გვერდზე განხილული იქნება ჩემს მიერ დანახული და აღქმული თითოეული საინტერესო დღე ...20.03 ექსკურსია სამებაში. წინა კვირას კლასმა გადავწყვიტეთ სამებაში წავსულიყევით, მამა გაბრიელის საფლავის მოსალოცად. ამან ძალიან გამახარა, მოუთმენლად ველოდებოდი ხუთშაბათს.თან ხატია უნდა მენახა )) ეს დღეც გათენდა, მიხაროდა კარგი, მზიანი ამინდის გამოსვლა .

სამებაში მისვლას და ხატიას ნახვას მოუთმენლად ველოდი, რადგან ერთი წელი არ მენახა. ძალიან თბილი შეხვედრა იყო, ჩვენ ერთმანეთის საჩუქრები გავცვალეთ, რაც სამახსოვროდ დაგვრჩა და რასაც ორივე მუდამ თან ვატარებთ. გადავიღეთ ფოტოებიც. ტაძართან კონფლიქტიც გვქონდა. :)) ერთად მოვილოცეთ მამა გაბრიელის საფლავი და გამოსვლის შემდეგ ვილაპარაკეთ ყველაფერზე, რითაც ხალხის ( განსაკუთრებით ჩემი კლასელების ) ყურადღება მივიქციეთ. :) თითოეული მასთან ერთად გატარებული წუთი ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. დიდი მადლობა მას ასეთი თბილი შეხვედრისა და დღისთვის. ეს დღე ჩემთვის შთაბეჭდილებებით სავსე იყო. ამ დღის შემდეგ მე და ხატია უფრო დავმეგობრდით. არ გვინდოდა სახლებში დაბრუნება, თუმცა იმედი მაქვს მალე ვნახავ. მანამდე კი მადლობა ყველაფრიისთვის ♥♥♥
ძალიან მიყვარხარ, ვგიჟდები შენზე ♥
No comments:
Post a Comment