
მარიამი - 17 სექტემბერი - ყველაზე მაგარი დღე. მიუხედავად იმისა რომ წარმატებას ვერ მივაღწიე ოლიმპიადაში , ყველაზე ბედნიერი ვარ რომ შენ გაგიცანი. პირველ დღესვე დაქალი გიწოდე და პირველ დღესვე მოგიყევი ყველაფერი, რისი მოყოლაც ერთ დღეში შემეძლო და შენც ასევე. მას მერე მე ახალი მეგობარი მყავს შენი სახით . მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მაინც ვახერხებთ ვიყოთ მეგობრები, ვახერხებთ მოვუყვეთ ყველაფერი ერთმანეთს და მივცეთ რჩევები, რომლებიც ვიცით რომ აუცილებლად გამოგვადგება. თითოეული შენთან ერთად გატარებული წუთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია. რაც არ უნდა ნაწყენი ვიყო , შენ მაინც ჩემი ,,ბერძნა'' ხარ, რომელიც ძაან მიყვარს . უსიტყვოდ გესმის ჩემი - ვიცი, ვერ გამოხატავ უბრალოდ, ვიცი რომ ხვდები როდის მწყინს, როდის მიხარია - როდის რას ვგრძნობ. ამ ყველაფრის მერე მინდა გითხრა რომ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავ ♥♥♥
ქეთევანი - ჩემი ბავშვობის მეგობარი. პატარაობიდან ერთად ვართ. ვამაყობ მისით. ყოველთვის ისეთ რჩევებს მაძლევს რაც ყველა შემთხვევაში გამომადგება. ხშირად არ ვუჯერებ , რასაც ყოველთვის ვნანობ. ძალიან მიხარია რომ მისნაირი მეგობარი მყავს. ყველაფერში მეხმარება . ჩემს კარგს და ცუდს ისევე იზიარებს და განიცდის როგორც მე. ძალიან მიყვარხარ ♥♥♥
კრისტინა - ყველაფერი აქაც ბანაკიდან დაიწყო . დიდი ხანია ვმეგობრობთ. თავიდან ვერ ვეწყობიდით ერთმანეთს, თუმცა დიდი დრო არ დაგვჭირდა რომ კარგად გაგვეცნო . ძალიან ყურადღებიანი ხარ, ერთგული. მიუხედავად იმისა რომ წელიწადში ერთხელ მიწევს შენი ნახვა- ჩვენ მაინც მეგობრები ვართ. ძალიან მიყვარხარ და ძალიან გაფასებ. ბედნიერი ვარ რომ მყავხარ ♥♥
გიორგი - უბრალოდ შენ ის ხარ ვიზეც შეიძლება ვთქვა ,, შენ რომ არა ,არ ვიცი რა მეშველებოდა''. ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ. ყოველთვის გესმის ჩემი. მიყვარს შენი კრიტიკა, შენი ხუმრობები, შენი დატუქსვა. შენთან ერთად ცხოვრებას ვეცნობი უკეთესად, ბევრ რამეს ვსწავლობ. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან მიყვარხარ ♥♥♥
თამთა - ყველაზე ერთგული და ყურადღებიანი. ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ. ძალიან მიხარია რომ შენნაირი მეგობარი მყავს. ძალიან მიყვარხარ ♥♥♥♥♥♥♥♥

ვალერი - შენ ჩემზე ყველაფერი იცი, ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ, ყოველთვის მაძლევ რჩევებს, რომლებიც ვიცი რომ აუცილებლად გამომადგება. ძალიან მიხარია რომ შენნაირი მეგობარი მყავს. ხშირად ძმასაც გიწოდებ , რადგან მართლა ძალიან გენდობი და გაფასებ. ვამაყოვ შენით. ხარ ძალიან მხიარული, მიზანდასახული, პრონციპული .... ძალიან კარგი მეგობრობა შეგიძლია.... დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან მიყვარხარ ♥♥♥
გიორგი - ყველაფერი აქაც ზაფხულის ბანაკიდან დაიწყო. მინდა ვაღიარო რომ თავიდან არ ,,მევასებოდი'' :D ახლა კი ჩემთვის ყველაფერი ხარ. მეგობარიც არა, უფრო ჩემი ძმა ხარ. ძალიან ყურადღებიანი, ნიჭიერი, მხიარული და კარგი ადამიანი ხარ. მეამაყება რომ შენნაირი მეგობარი მყავს. ძალიან გაფასებ. მიუხედავად იმისა რომ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მიწევს შენი ნახვა შენ ყოველთვის გვერდში მიდგახარ.. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან მიყვარხარ ♥♥♥
ნინი - წლებია ვმეგობრობთ. რამდენჯერ უაზრო რაღაცაზე გვიჩხუბია. ყველაფრის მიუხედავად მე მაინც მიყვარხარ. ხარ ძალიან მხიარული და არც თუ ისე ყურადღებიანი. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მაინც ვახერხებთ ვიმეგობროთ. ძალიან მიყვარხარ ♥♥♥♥

ლევანი - ამდენი წლების შემდეგ ერთ-ერთი სახიფათო პროექტის დაგეგმის დროს გავიცანი.:) ძალიან მიხარია და ვამაყობ რომ ეს მოხდა. ყველაზე განსხვავებული და ყველაზე მაგარი ადამიანი. ყველაფრით მგავს, ერთნაირად ვაზროვნებთ თითქმის და ერთნაირი ხასიათი გვაქვს. არის ძალიან კარგად მოაზროვნე, უაღრესად ნიჭიერი და განათლებული, ძალიან საინტერესო, ხალისიანი და სანდო ადამიანი. მისი აზრები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად არის მომენტები, როცა ძალიან მჭირდება ვინმეს რჩევა და ახლა მივხვდი რომ ლევანი სწორედ ის ადამიანია, რომლის რჩევებიც ყოველთვის გამომადგება. მომწონს მისი სულელური აზრები, მისი კრიტიკა , მისი შეხედულებები. მოკლედ ძალიან მიხარია რომ მყავხარ და ვამაყობ შენით :) ♥♥♥
მონიკა - ამ ადამიანს ყველაზე სანდო პიროვნებად ვთვლი, ყველაფერში სანდოა. ნდობის მაგალითია ჩემთვის. 10 წელზე მეტია ვიცნობ და დღითიდღე ვხვდები თუ რა მაგარი ადამიანია. ყოველთვის გასაჭირში გვერდით მყავს , არასდროს არ მტოვებს. ყველაზე დასაფასებელია მისი ერთგულება, მისი პრინციპულობა, მისი სიყვარული და თავდადება მეგობრების მიმართ. ეს ის ადამიანია რომელზეც შემიძლია ვთქვა , რომ სამაგალითო მეგობრობა შეუძლია. ძალიან მიხარია რომ მყავხარ, მიხარია რომ შენნაირი
მეგობარი მყავს,მიყვარს თითოეული წუთი რომელსაც ერთად ვატარებთ სხვადასხვა თემებზე მსჯელობისას, ძალიან იყვარხარ და მადლობა ყველაფრისთვის ♥♥♥♥♥
ანკა - ჯერ სულ რაღაც 5 თვეა ვიცნობ და უკვე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ყოველთვის მაძლევს რჩევებს, მიჭერს მხარს, მეხმარება ყოველთვის როცა მისი დახმარება მჭირდება. ხშირად არა , მაგრამ როცა გვიხერხდება ერთმანეთის ნახვა ვლაპარაკობთ ყველაფერზე და ხშირად ერთმანეთისთვის რჩევის მიცემა და ჩვენი აზრის გამოთქმა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მიყვარს თითოეული წუთი, რომელსაც შენთან ერთად ვატარებ, თითოეული შენი აზრი , რჩევა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. შენ თვითონ ხარ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი. ძალიან მიხარია რომ უბრალოდ მყავხარ, უბრალოდ შენნაირი მეგობარი რომ მყავს. ძალიან მიყვარხარ და დიიდი მადლობა ყველაფრისთვის ♥♥♥♥♥
სოფიკო - ჩემი ბავშვობის და არა მარტო ბავშვობის განუყრელი მეგობარი, განუყრელი მრჩეველი და ყველაზე მზრუნველი ადამიანი. ხშირად ისეთ რაღაცაზე მიკითხავს რჩევა დედაჩემს რა თემებზეც ველაპარაკები ხოლმე, რადგან ვიცი რომ ჩემთვის კარგი გინდა, კარგ რჩევას მომცემ და იფიქრებ ჩემზე. ყოველთვის შედიხარ ჩემს მდგომარეობაში და ყოველთვის გესმის ჩემი. ხშირად მტუქსავ კიდეც, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსადეგია. ძალიან მიყვარხარ, ვგიჟდები შენზე. მიხარია რომ ყოველთვის გვერდში მიდგახარ. დიდი მადლობა ყველაფრისათვის ♥♥♥♥
თაკო -მინდა იცოდე რომ მეამაყები. 5353464ჯერ მითქვამს ალბად რომ ყველაფერს ვნანობ. ამდენჯერვე მითქვამს რომ ძალიან მიყცარხარ და ამის თქმა არასდროს მომბეზრდება. შენ ხარ ჩემი ყველაზე ერთგული თბილი კეთილი და მზრუნველი მეგობარი, ვამაყობ შენით. ისე მენატრები ისე მიყვარხარ რომ გამოხატვა არ შემიძლია. მინდა სულ გვერდით მყავდე, ყოველთვის პოზიტივით მავსებ და მახალისებ. მომწონს შენი ხასიათი, შენი ქცევები. ყველაზე გამორჩეული ხარ,ყველაზე მეგობრული და ყველაზე კარგი, ვამაყობ რომ შენნაირი მეგობარი მყავს. მუდამ მეხმარება და მამაგრებს შენიი რჩევები , შენი დარიგება და შენი მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადაგიხადო ყველაფრისთვის. მინდა ძალიან ბევრი ბედნიერი , თავგადასავლებით სავსე მომენტი გვქონდეს ერთად - ისეთი როგორიც ჩემს თაკოს შეეფერება ♥♥♥
ქეთი - ისე მიკვირს რომ საერთოდ არ მეტყობა თუ როგორ მიყვარხარ. ვერ გამოვხატავ. უბრალოდ მინდა გითხრა რომ ძალიან ძალიან მიყვარხარ. მე შემიძლია ვთქვა, რომ უმაგრესი მეგობარი მყავს, ყველაზე გამორჩეული, ერთგული, მზრუნველი, კეთილი, მხიარული, ნიჭიერი , სამაგალითო, მეგობრული. შემიძლია ვთქვა რომ ვგიჟდები ამ მეგობარზე და ვამაყობ მისით, ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადი და მინდა იცოდეს რომ იმაზე მეტს ნიშნავს ჩემთვის ვიდრე მას მიაჩნია. და ეს მეგობარი შენ ხარ ქეთი. ვგიჟდები შენზე. მინდა რომ მუდამ მეგობრები ვიყოთ და მუდამ გვესმოდეს ერთმანეთის , მუდამ გვიხაროდეს ერთმანეთის წარმატება, მხარში ვუდგეთ ერთმანეთს გასაჭირში და ბევრი საინტერესო და ბედნიერი წუთები გავატაროთ ერთად, იმედია ასეც იქნება . მიყვარხარ ♥♥
ნონა - როგორ ძალიან მიყვარხარ, როგოორ ვამაყობ შენით რომ იცოდე. იმ 4 მა დღემ ისე დამაახლოვა შენთან და ისე შემიყვარდი რომ ვერც კი გამოვხატავ. ერთადერთი ადამიანი ხარ რომლის დანახვისას მინდა გულში ჩავიკრა <3 ყველაზე თბილი ხარ, ყველაზე გამორჩეული. მიუხედავად იმისა რომ შენთან დიდი დროის გატარებას ვერ ვახერხებ მინდა იცოდე რომ ჩემი სახით დიდი მხარდამჭერი გყავს, რომელსაც ძალიან უყვარხარ. რომელიც შენით ამაყობს, რომელიც ამაყობს რომ ასეთი მეგობარი ყავს და რომელიც ძალიიან გაფასებს ) <3 დიდი მადლობა იმისთვის რომ არსებობ და იმისთვის რომ მყავხარ <3
ირმა - ყველაფრის მიუხედავად მინდა იცოდე როგორ ძალიან მიყვარხარ და მენატრები. მენატრება შენთან ერთად გატარებული თითოეული წუთი. მენატრება ჩვენი ტკბილი მოგონებები. შენ მენატრები. როცა მახსენდება ის დღეები რომლებიც შენტან ერთად მაქვს გატარებული - ვთვლი რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ძალიან მიყვარხარ და ძალიან მეამაყები. მიხარია რომ მყავხარ, ისიც მიხარია რომ საერთოს ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი გიკავია. ძალიან მიყვარხარ და მინდა იცოდე რომ სულ მეყვარები <3 <3
მარი - შავი კატობიდან დღემდე. ვთვლიდი,რომ სულ სხვანაირი იყავი. ამის შემდეგ მივხვდი რომ ადამიანი ერთი დანახვით არ უნდა შეაფასო, ჯერ კარგად უნდა გაიცნო და შემდეგ გამოიტანო დასკვნა. ძალიან მიხარია რომ მივხვდი,თუ როგორი ხარ სინამდვილეში. ძალიან კარგი ადამიანი ხარ. ყველაფრით კარგი. შენში ყველაფერი მომწონს, შენი ხასიათი , ქცევები , მოკლედ ყველაფერი ) ძალიან მიყვარხარ. ჩემთვის შავი კატების ისტორია ერთ ტკბილ მოგონებად იქცა,რომელიც მუდამ მემახსოვრება. შენ ყოველთვის ჩემი ''შავი კატა'' იქნები , ოღონდ ეს იქნება სიყვარულით ნათქვამი სიტყვები. მიხარია რომ შენნაირი მეგობარი მყავს და იმაზე მეტს ნიშნავ ჩემთვის ვიდრე წარმოგიდგენია. ♥♥
No comments:
Post a Comment